ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე აგებული აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობები დინამიურად ვითარდება და ახლა ახალ შინაარსს იძენს - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის წერილშია აღნიშნული, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრს, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოუგზავნა.
"მჯერა, რომ ჩვენი რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის გაზრდის დიდი შესაძლებლობები არსებობს," - აღნიშნულია წერილში.