15 ნოემბერი 2024,   07:52
ვრცლად
ეს ნამდვილად მაგონებს კრემლის სახელმძღვანელოდან ამონაწერს - კელი დეგნანი NGO-ებთან დაკავშირებით "ხალხის ძალის" განცხადებაზე

ამერიკის ელჩი არასამთავრობო სექტორსა და მათ დაფინანსებასთან დაკავშირებულ განცხადებებს გამოეხმაურა. კელი დეგნანის თქმით, დამაბნეველია მესამე სექტორის მიმართ ასეთი დამოკიდებულება, რადგნ ბევრმა დეპუტატმა, მათ შორის მმართველი გუნდიდან კარიერა სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებში დაიწყო.

"არასამთავრობოების საკითხს რაც შეეხება, ეს ჰგავს კრემლის სახელმძღვანელო წიგნიდან ამონაწერს, რადგან ეს არ შედის საქართველოს ინტერესებში. მე პირადი გამოცდილებითაც მინახავს, ის რომ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოება უმნიშვნელოვანეს საქმეს აკეთებენ, რაც მოქალაქეებს ყოველდღიურ ცხოვრებას უმსუბუქებს ბევრი მიმართულებით. ჩემთვის ძალიან დამაბნეველია ის ფაქტი, რომ არასამთავრობოების მიმართ ასეთი დამოკიდებულება არსებობს, რადგნ ბევრმა პარლამენტარმა, მათ შორის მმართველი გუნდიდან კარიერა სწორედ არასამთავრობო სექტორიდან დაიწყო და ახლა მათი მხრიდან ეს კრიტიკა დამაბნეველია. ძალიან სამწუხარო იქნება, თუ აღარ იარსებებს ეს ხმა, ხალხის ხმა, რადგან სამოქალაქო საზოგადოება სწორედ ერთად შეკრებილი ხალხის ხმაა," - აცხადებს კელი დეგნანი

დღის ამბები