15 ნოემბერი 2024,   02:44
ვრცლად
ირაკლი კობახიძე გიორგი ვაშაძეს: სასაცილოა, რომ ადეიშვილის მოადგილე ეკითხება პრემიერს სასამართლო რეფორმაზე, ანტიკორუციულ კანონზე, დეოლიგარქიზაციაზე, დღემდე კეზერაშვილის ფულზე ზიხართ

სასაცილოა, რომ ადეიშვილის მოადგილე ეკითხება პრემიერს სასამართლო რეფორმაზე, ანტიკორუციულ კანონზე, დეოლიგარქიზაციაზე, დღემდე კეზერაშვილის ფულზე ზიხართ,- ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ დღეს პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, გიორგი ვაშაძის უშუალო უფროსი ცნობილი იყო იმით, რომ ბიზნესს ყოველდღიურად აყაჩაღებდა. 

"თქვენი დემოკრატია რაც იყო, ქართველმა ხალხმა თავის თავზე გამოსცადა. თქვენ დროს ხდებოდა ადამიანების წამება, გაუპატიურება, ყველა მედია ერთ ხელში იყო მოქცეული, ბიზნესის რეკეტი. ადეიშვილის მოადგილე აქ გვესწრება, მისი უშუალო უფროსი ცნობილი იყო იმით, რომ ბიზნეს ყოველდღიურად აყაჩაღებდა. ადეიშვილის მოადგილე დღეს სვამს კითხვებს ანტიკორუფციულ კანონმდებლობაზე, სასამართლოზე, დეოლიგარქიზაციაზე, კეზერაშვილის ფულზე ზიხარ ეხლაც, სირცხვილია. თქვნ, რადიკალური ოპოზიცია ხართ კოლექტიური გიორგი ვაშაძე, კოლექტიური ლევან ხაბეიშვილი," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები