15 ნოემბერი 2024,   02:55
ვრცლად
ათი წელია, ასეთი დასუსტებული, დაქსაქსული და დეგრადირებული რადიკალური ოპოზიცია არ მინახავს, ისევე როგორც ერთიანი და ერთ მუშტად შეკრული „ქართული ოცნება“ - ირაკლი ღარიბაშვილი

არ შემიძლია კიდევ ერთხელ არ ვთქვა, რომ მიუხედავად ჩვენი არაერთი მცდელობისა, რაიმენაირად შეგვეცვალა რადიკალური ოპოზიციის ეს ანტისახელმწიფოებრივი, მტრული დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ, კარგად ვიცით, რომ ეს არის უტოპია და ყველა ჩვენი მცდელობა დასრულდა უშედეგოდ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ- მინისტრმა პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"მე მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ. აქვე არ შემიძლია არ ვთქვა კიდევ ერთხელ, რომ ჩვენი არა ერთი მცდელობისა, რომ რაიმენაირად შეგვეცვალა რადიკალური ოპოზიციის ეს ანტისახელმწიფოებრივი, მტრული დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ, ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს არის უტოპია და ყველა ჩვენი მცდელობა დასრულდა უშედეგოდ. ამიტომ, რა თქმა უნდა, ყოველგვარი ემოციების გარეშე და ენერგიის დახარჯვის გარეშე ვაცხადებ, რომ არ ვაპირებ თქვენ გიპასუხოთ სათითაოდ იმიტომ, რომ თქვენს დემაგოგიას და სიცრუეს, ცილისწამებას და ფარისევლობას ჩვენ ვუპირისპირებთ სიმართლეს და სიმართლე არის შემდეგი, რომ ჩვენ თქვენგან განსხვავებით ვემსახურებით საქართველოს. თქვენ მინდა გკითხოთ - გააცნობიეროთ კიდევ ერთხელ, თუ ვის ემსახურებით. ასეთი დასუსტებული, დაქსაქსული, დეგრადირებული რადიკალური ოპოზიცია მე არ მინახავს 10 წელია. ისევე როგორც ასეთი ერთიანი ქართული ოცნება, ერთიანი და ერთ მუშტად შეკრული, რაც არის საწინდარი ჩვენი ქვეყნის განვითარების. ერთადერთი ხსნა გაქვთ ოპოზიციის წარმომადგენლებო, რომ აირჩიოთ კლოუნი ხაბეიშვილი თავმჯდომარედ.“ - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

დღის ამბები