15 ნოემბერი 2024,   03:00
ვრცლად
EPP-მ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო

"ევროპის სახალხო პარტიამ“ საქართველოში არსებულ პოლიტკურ ვითარებასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო, სადაც საუბარია მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას გათავისუფლებაზე. “ნაციონალური მოძრაობის“ პარტნიორი ორგანიზაციის მიერ მომზადებული რეზოლუციის ტექსტში ასევე ნახსენებია ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესების მოთხოვნა.

“მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაემორჩილოს ქართველი ხალხის ნებას და დააბრუნოს ქვეყანა ევროპულ გზაზე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმითა და აუცილებელი რეფორმების განხორციელებით, ევროკავშირის 12 რეკომენდაციის სულისკვეთებით, ქართველი ხალხისა და მისი თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის;

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, მკაფიო დისტანცირება მოახდინონ და დაგმონ სიძულვილის შემცველი რიტორიკა და ყალბი ინფორმაცია, რომელიც წახალისებულია უმრავლესობის წარმომადგენლების მხრიდან ევროკავშირისა და შეერთებული შტატების წინააღმდეგ, მათ ადანაშაულებენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსით ვაჭრობასა და საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ ომის მეორე ფრონტის გახსნაში;

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას დაასრულოს პოლიტიკური დევნა მისი პოლიტიკური ოპონენეტებისა და თავისუფალი მედიის მიმართ, უზრუნველყოს მყისიერი განთავისუფლება და ჰუმანიტარული მიზეზით ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის გადაყვანა სხვა ქვეყნაში ადეკვატური სამედიცინო მკურნალობის მისაღებად , ასევე გათავისუფლდეს ტელეკომპანია “მთავარის“ დირექტორი ნიკა გავარამია ციხიდან;


მოვუწოდებთ ევროკავშირს და დემოკრატიულ პარტნიორებს, დაუწესონ პერსონალური სანქციები ივანიშვილს მისი როლისთვის საქართველოს ევროინტეგრაციის საბოტაჟისთვის, ასევე იმისთვის, რომ საფრთხეს უქმნის საქართველოსა და რეგიონულ უსაფრთხოებას“, - EPP-ის მიერ მიღებულ რეზოლუციაში.

დღის ამბები