15 ნოემბერი 2024,   02:52
ვრცლად
ყველა ქვეყანას ვცემთ პატივს, მაგრამ ყველაზე მეტად ჯერ ჩვენი ქვეყანა გვიყვარს - პრემიერი

სუვერენული სახელმწიფო ვართ და ჯერ ის უნდა გავაკეთოთ, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება, ყველა ქვეყანას ვცემთ პატივს, მაგრამ ყველაზე მეტად ჯერ ჩვენი ქვეყანა გვიყვარს, ​- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროპის სახელმწიფოებთან მთავრობა არაერთი მიმართულებით თანამშრომლობს, ერთად არაერთი წარმატებული პროექტი აქვთ განხორციელებული და ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება.

"მინდა, რამდენიმე გამომსვლელს გამოვეხმაურო და ძალიან მოკლედ ვთქვა, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, რა თქმა უნდა, გვაქვს თანამშრომლობა არაერთი მიმართულებით, იქნება ეს აშშ, ევროპის სახელმწიფოები. ერთად გვაქვს განხორციელებული ძალიან ბევრი წარმატებული საქმე, პროგრამა, პროექტი და ეს თანამშრომლობა გრძელდება. მე, როგორც მთავრობის მეთაური, ყველაფერს ვაკეთებ და გავაკეთებ, რომ ეს კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ. შესაძლოა, ჩვენ გვქონდეს პარტნიორებთან გარკვეული განსხვავებული მოსაზრებები, შეხედულებები, ეს ბუნებრივიც არის. ჩვენ სუვერენული სახელმწიფო ვართ და რაც ჩვენს ქვეყანას, ხალხს სჭირდება, ჯერ ეს უნდა გავაკეთოთ. ყველა ქვეყანას ვცემთ პატივს, მაგრამ ყველაზე მეტად ჯერ ჩვენი ქვეყანა გვიყვარს. ჯერ ჩვენს ქვეყანაზე უნდა ვიზრუნოთ, იმაზე უნდა ვიფიქროთ, რა სჭირდება ამ მოცემულ დროს და მომავალში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დღის ამბები