15 ნოემბერი 2024,   03:03
ვრცლად
ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა, სტაბილურობა, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ასე მტკიცედ და პრინციპულად უნდა გავაგრძელოთ ქვეყნის წინსვლა და განვითარება - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ - მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დღეს ქვეყანაში მშვიდობა, სტაბილურობა და ორნიშნა ეკონომიკური ზრდა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობას აქვს მოლოდინი, რომ 2022 წელსაც დაახლოებით 10%-იანი ეკონომიკური ზრდით დაასრულებს.

მისი თქმით, ორნიშნა ეკონომიკურმა ზრდამ ქვეყნისა და ხალხისთვის კიდევ უფრო მეტი პროექტის განხორციელების საშუალება მისცა მთავრობას. 

"მუდმივად აპელირებენ და სპეკულირებენ იმით, რომ თითქოს ეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა არის გამოწვეული ომით და ჩვენ ვსარგებლობთ და მხოლოდ ეს ფაქტორია განმაპირობებელი დღევანდელი კარგი ეკონომიკური მდგომარეობის - ეს ასე არ არის მეგობრებო. პირველ რიგში, მე მინდა შეგახსენოთ ყველას, რომ შარშან თებერვალში, როცა მე გავხდი პრემიერ - მინისტრი, მას შემდეგ ჩვენ საკმაოდ მტკივნეული გადაწყვეტილებების მიღება მოგვიწია, რისკიანი ხშირ შემთხვევაშიც, მაგრამ კარგად გააზრებული. ვიცოდით, რას რა მოჰყვებოდა. საბედნიეროდ, ჩვენმა გათვლებმა გაამართლა და შარშან წელი დავხურეთ 10.5% ეკონომიკური ზრდით, რამაც მოგვცა საშუალება, რომ გაგვეზარდა პენსიები, ხელფასები, ჩაგვედო მეტი თანხები ინფრასტრუქტურაში და ა.შ. ქვეყანაში დღეს გვაქვს მშვიდობა, გვაქვს სტაბილური ვითარება, გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ჩვენ წელს ველოდებით, რომ ასევე დაახლოებით 10%-იანი ეკონომიკური ზრდით დავასრულებთ წლევანდელ წელს, რამაც მოგვცა საშუალება, რომ კიდევ უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ ჩვენი ხალხისთვის, ქვეყნისთვის. ასე მშვიდად, მტკიცედ და პრინციპულად უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის წინსვლა და განვითარება,“ - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

 

 

 

დღის ამბები