15 ნოემბერი 2024,   03:15
ვრცლად
მხოლოდ ზელენსკის შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება რუსეთთან მოლაპარაკებებზე - ჯონ კირბი

ამერიკის შეერთებული შტატები დიპლომატიის მომხრეა - თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერის განცხადებით, რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტს შეუძლია.

ჯონ კირბი აღნიშნავს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი თავად განსაზღვრავს, მზად არის თუ არა ამისთვის და როდის და როგორ გაიმართება ეს მოლაპარაკებები.

მანამდე ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ზოგიერთი ქვეყნის ლიდერისგან რუსეთთან მოლაპარაკებასთან დაკავშირებით გარკვეული სიგნალი მიიღო, მაგრამ, ზელენსკის თქმით, ასეთი საკითხები საჯაროდ უნდა განიხილებოდეს.

დღის ამბები