15 ნოემბერი 2024,   03:04
ვრცლად
"საქსტატის" ცნობით, უმუშევრობა საქართველოში ისტორიულ მინიმუმამდეა შემცირებული

ისტორიულ მინიმუმამდე შემცირებული უმუშევრობა საქართველოში - ახალ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

მიმდინარე წლის მესამე კვარტალში უმუშევრობის დონემ 15,6 პროცენტი შეადგინა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ქვეყანაში 60 000-ით ნაკლები უმუშევარი აღირიცხა. უმუშევრობის დონე შემცირებულია როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.

დოკუმენტის თანახმად, გაზრდილია დასაქმებულთა რაოდენობაც. მათ შორის ყველაზე მეტად დაქირავებულთა რიცხვმა მოიმატა და 900 ათასს გადააჭარბა. დადებით ტენდენციას, ექსპერტები მთავრობის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკასა და ქვეყანაში ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას უკავშირებენ.

დღის ამბები