ჩვენი, როგორც ფიზიკური, ისე ეკონომიკური უსაფრთხოება რისკის ქვეშაა - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
ვიქტორ ორბანის თქმით, თუ ევროპა მიიჩნევს, რომ ეს კონფლიქტი საკუთარი ომია, მაშინ ომი ევროპას უფრო და უფრო ღრმად ჩაითრევს.
უნგრეთის მთავრობის მეთაურის თქმით ქვეყანა, ევროკავშირის გეგმას უკრაინისთვის მომავალ წელს მილიარდობით ევროს მოცულობის ფინანსური დახმარების აღმოჩენის თაობაზე, მხარს არ დაუჭერს.
"ასეთი წესია, თუ თქვენს სამეზობლოში ომია, თავს დაცულად ვერც თქვენ იგრძნობთ. უბრალოდ, შეხედეთ, როგორ დაიღუპა ორი პოლონელი, რომლებსაც საერთო არაფერი ჰქონდათ ომთან. სამრეწველო დაწესებულება, რომელიც საშუალებას გვაძლევდა, რუსეთიდან უნგრეთში ნავთობი შემოგვეტანა უკრაინის გავლით, აღარ არსებობს. ჩვენი, როგორც ფიზიკური, ისე ეკონომიკური უსაფრთხოება რისკის ქვეშაა. თუ გავაგრძელებთ იმას, რასაც ვაკეთებდით, თუ ევროპა თავს ამ ომის ნაწილად, საკუთარ ომად განხილავს, ეს კონფლიქტი უფრო და უფრო ღრმად ჩაგვითრევს," - განაცხადა ორბანმა.