მადრიდში მიმდინარე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია შვედეთის დელეგაციას შეხვდა.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, შვედეთი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
ამასთან, საქართველოსთვის პოზიტიური იქნება, თუ შვედეთი ოველგვარი ბიუროკრატიული ფორმალობების გარეშე გაწევრიანდება ალიანსში. ეს NATO-ს ღია კარის პოლიტიკას აჩვენებს.
"ჩვენ ველით შვედეთის მხარდაჭერის პრაქტიკულ ნაბიჯებს. როდესაც შვედეთი გაწევრიანდება ნატოში, ჩვენთვის ძალიან დიდი იმედის მომცემია და ოპტიმიზმის საფუძველი ის, რომ შვედეთი ყოველგვარი ბიუროკრატიული ფორმალობების გარეშეა მიპატიჟებული ალიანსში წევრობისთვის, რაც არის მყარი საფუძველი იმის, რომ საქართველოს ალიანსში გაწევრიანებაც დაჩქარებულად მოხდეს და კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ალიანსის მოკავშირეებს შეუძლიათ გაბედული და მოქნილი გადაწყვეტილებების მიღება ძალიან სწრაფად, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში," - განაცხადა ბერაიამ.