NATO-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელის, ვიქტორ დოლიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო მონაწილეობდეს ყველა ფორმატში, სადაც სათანადოდ იქნება დაყენებული საქართველოს მისწრაფებები, რომ გავხვდებით NATO-ს წევრი ქვეყანა ჩვენს ბოსნიელ და უკრაინელ პარტნიორებთან ერთად.
"მნიშვნელოვანია, ასეთ ტურბულენტურ პერიოდში ჩვენი მონაწილეობა ყველა, განსაკუთრებით მრავალმხრივ ფორმატებში, სადაც, რა თქმა უნდა, ნომერ პირველ საკითხად დგას უკრაინის პრობლემა, რომ პარალელურად, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებები და ის, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი ქვეყანა, ყველა ფორმატზე იყოს სათანადოდ დაყენებული. ამავე დროს უნდა ვისაუბროთ ალიანსთან ჩვენი თავსებადობის გაძლიერებაზე, თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე," - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.