15 ნოემბერი 2024,   02:53
ვრცლად
ლევან ნიკოლეიშვილი: ამ მართლაც არაადამიანებს, რომლებსაც სულხან მოლაშვილის და მისი ოჯახის გაუბედურებაში წვლილი აქვთ შეტანილი, არავითარი სინანულის გრძნობა და განცდა არ აქვთ

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სულხან მოლაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით, კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის საქმეს ეხმაურება და წერს:

"დღეს, სულხან მოლაშვილის დაბადების დღეა, ადამიანის რომელიც არაადამიანებმა ჯერ დაიჭირეს, მერე იმ დონეზე აწამეს, რომ საბოლოდ თავისუფლებაზე მყოფმა მაინც ვერ გაუძლო მისმა ღირსეულმა გულმა და სამწუხაროდ სამუდამოდ განეშორა წუთისოფელს. ამ დროს კი ამ მართლაც ამ არაადამიანებს, რომლებსაც სულხანის და მისი ოჯახის გაუბედურებაში წვლილი აქვთ შეტანილი, არავითარი სინანულის გრძნობა და განცდა არ გააჩნიათ. უფრო მეტიც თავის დროზე მისი საქმის პროკურორი ვალერი გრიგალაშვილი, აგერ თურმე უკრაინაში ყოფილა გაქცეული და იქიდან ბოძზე გაკვრით გვემუქრება აქ დარჩენილებს, მისგან გადარჩენილებს. მაგრად მაინტერესებს უკრაინულ მხარეს რომ ვთხოვოთ მისი გადმოცემა, რა პირობებს დაგვიყენებენ, რუსეთთან ომს, ნაციონალებისთვის ხელისუფლების გადაცემას, თუ რამე იქნება ახალი და უფრო მზაკვარი. და აქვე ისიც აუცილებლად უნდა დავამატო, როდემდე უნდა იყოს უკრაინა საქართველოდა გაქცეულ კრიმინალების თუ ჯალათების თავშესაფარი? ჩვენ კი დიდსულოვნად ვიფარებთ მათ ლტოლვილებს, მათ შორის იმ ასაკის მამაკაცებს, რომლებიც წესით ჯარში უნდა იყვნენ და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად იბრძოდნენ. კარგით, ქართველებმა ვიცით სტუმრის მიღება, და ეს ამბები სხვა დროს იყოს, მაგრამ აქედან წასული ჯალათები უკრაინაში, და იქიდან მათ მიერ ჩვენზე მუქარები მაინც რა უბედურებაა, რა ამორალურობაა და უსინდისობაა, რომელსაც არანაირი გამართლება არა აქვს!" - წერს ნიკოლეიშვილი.

დღის ამბები