15 ნოემბერი 2024,   02:51
ვრცლად
"ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ყურადღება გადავიტანოთ ამ ხეპრულ რეზოლუციაზე, რომელიც მოუწოდებს დასავლეთს, როგორმე საქართველო დააზიანონ"- ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აცხადებს, რომ რადიკალური ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, რათა დააზიანოს საქართველოს ინტერესები ევროინტეგრაციის გზაზე. 

ამასთან, გიორგი ვოლსკიმ "ნაციონალური მოძრაობის" ამ ქმედებებს მავნებლობა უწოდა. 

"ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ყურადღება გადავიტანოთ ამ ხეპრულ, უტიფარ რეზოლუციაზე. რომელიც მოუწოდებს, დასავლეთის სამყაროს, როგორმე საქართველო დააზიანონ. მავნებლობის ეს ხარისხი, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობას" ახასიათებს, მხარდაჭერილია სახალხო პარტიის მიერ. რომელიც "ნაცმოძრაობის" დედობილი პარტიაა და რომლისგანაც არ უნდა მოველოდეთ არანაირ პოზიტიურ დამოკიდებულებას, თუნდაც ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხების მიმართ,"-აცხადებს გიორგი ვოლსკი. 

ევროპის სახალხო პარტიის ასამბლეიდან დაბრუნებულმა ნიკა მელიამ ლისაბონში მიღებული რეზოლუციის საკითხები კიდევ ერთხელ გააჟღერა. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ განაცხადა, რომ პარტიის პრიორიტეტი სააკაშვილის გათავისუფლება და საზღვარგარეთ გადაყვანაა.

დღის ამბები