15 ნოემბერი 2024,   02:44
ვრცლად
არანაირი ინტელექტუალური რესურსი დღეს ენმ-ს არ გააჩნია, ადამიანები ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო დამაზიანებელ პროცესებს განავითარებს ქვეყანაში - ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით,  "ნაციონალურ მოძრაობას" ინტელექტუალური რესურსი არ გააჩნია.

ამასთან, როგორც გიორგი ვოლსკი აცხადებს, რადიკალურ ოპოზიციაში ერთგვარი შეჯიბრებადობის პრონციპი აქვთ, თუ ვინ უფრო ქვეყნისთვის დამაზიანებელ განცხადებას გააკეთებს. 

"ადამიანები ერთმანეთს ეჯიბრებიან ვინ უფრო დამაზიანებელი იქნება, თუ კი დაიკავებენ პარტიის თავმჯდომარის პოზიციას. ასევე, ვინ უფრო დამაზიანებელ, დესტრუქციულ პროცესებს განავითარებს, ვის უფრო მეტი ფანტაზია აქვს, თუ რა ჩაიდინოს ისეთი, რომ ქვეყანას განვითარებაში და სტაბილურობის შენარჩუნებაში შეუშალოს ხელი. არანაირი ინტელექტუალური რესურსი დღეს "ნაციონალურ მოძრაობას" არ გააჩნია,"-აცხადებს გიორგი ვოლსკი. 

დღის ამბები