15 ნოემბერი 2024,   03:02
ვრცლად
კობახიძე ომბუდსმენობის კანდიდატებზე: კლანური პრინციპით შეარჩიეს 3 კანდიდატი მდიდარმა ენჯეობმა და ერთ-ერთმა გასაუბრებაზე მოსვლაც კი ვერ გაბედა, იმდენად არაკომპეტენტურია

,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ომბუდსმენის კანდიდატების შემთხვევაში, მნიშვნელოვანი კრიტერიუმია, საკუთარი ფუნქციები შეასრულონ პოლიტიკურად მიუკერძოებლად, ამის შესახებ მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გადაცემა ,,აქტუალურ შაბათში’’ განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, სახალხო დამცველის არჩევის დროს ვერ გაკეთდება კომპრომისი არაკეთილსინდისიერებაზე, არაპროფესიონალიზმზე და მიკერძოებაზე. სხვა დანარჩენი, შესაძლოა, გათვალისწინებული იქნეს.

"რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი, პროფესიონალიზმი იქნება. მაგალითად ნახეთ, რომ კლანური პრინციპით შეარჩიეს სამი კანდიდატი მდიდარმა ენჯეოებმა და იმ სამიდან, ერთ-ერთმა გასაუბრებაზე მოსვლაც კი ვერ გაბედა იმდენად არაკომპეტენტურია. ყველამ იცის იურიდიულ საზოგადოებაში რამდენად არაკომპეტენტურია ეს კონკრეტული კანდიდატი. გასაუბრებაზე მოსვლაც კი ვერ გაბედა პარლამენტში, რითაც პარლამენტს შეურაცხყოფა მიაყენა. ასეთი რაღაცეები ხდება. ჩვენთვის მთავარი რა არის, რომ ორი კრიტერიუმი ავიღოთ, ეს არის მიუკერძოებლობა და კომპეტენცია და კეთილსინდისიერებაც ამ ყველაფერს უკავშირდება და ამის მიხედვით უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. სადაც ვერ წავალთ ჩვენ კომპრომისზე ეს არის სწორედ ეს ორი კრიტერიუმი. ჩვენ ვერ წავალთ კომპრომისზე არაკეთილსინდისიერებასთან, არაკომპეტენტურობასთან და მიკერძოებასთან. ამასთან, ვერ წავალთ კომპრომისზე, ყველაფერ დანარჩენზე, ბუნებრივია, კომპრომისზე შეგვიძლია წავიდეთ და ამას გავაკეთებთ ისევ და ისევ იმისათვის, რომ თუნდაც, ის 12 პუნქტი შესრულდეს, წინ წავიწიოთ კიდევ უფრო მეტად კანდიდატის სტატუსის მისაღებად და ა.შ.’’ - განაცხადა კობახიძემ.

დღის ამბები