15 ნოემბერი 2024,   02:43
ვრცლად
კობახიძე ოპოზიციაზე - ისინი კანდიდატის სტატუსის არმინიჭებაში ხედავენ პოლიტიკურ შანსს, არიონ ქვეყანა, დაიბრუნონ ძალაუფლება და ჩართონ ქვეყანა კიდევ ერთხელ ომში, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ

"რადიკალურმა ოპოზიციამ ვერ დამალა, რომ სინამდვილეში, ერთადერთი, რაც აინტერესებთ, არის ის, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ამას მარტივი ახსნა აქვს, რეალურად ისინი კანდიდატის სტატუსის არმინიჭებაში ხედავენ პოლიტიკურ შანსს, არიონ ქვეყანა, დაიბრუნონ ძალაუფლება და ჩართონ ეს ქვეყანა კიდევ ერთხელ ომში, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ" - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი - მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

მისი თქმით, რასაც ისინი ოლივერ ვარჰეისთან დაკავშირებით ამბობდნენ, ეს იყო პირდაპირი ლუსტრაცია იმისა, რომ მათი ერთადერთი მიზანია როგორმე უზრუნველყონ, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

„ეს იყო რადიკალური ოპოზიციის ლუსტრაცია. ჩვენ გვინდა კანდიდატის სტატუსის მიღება, რადიკალური ოპოზიციაც ამას ამბობს, მათი ფორმალური პოზიცია ეს არის. როცა გინდა, კანდიდატის სტატუსი მიიღო, ასეთ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ შენ უნდა მიიღო დადებითი შეფასებები ამ გზაზე. ჩამოვიდა ადამიანი, რომელიც უშუალოდ არის პასუხისმგებელი გაფართოებაზე, მათ შორის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, მისი პორტფელია ეს, ის არის ევროკავშირის მინისტრი გაფართოების საკითხებში, ევროკომისარი, უშუალოდ მისი პასუხისმგებლობაა და მან მოგვცა დადებითი შეფასებები, რაც ბუნებრივია ოპტიმიზმის ხარისხს ზრდის. ზუსტად ეს არ მოეწონათ, პირდაპირ წავიდნენ ამ პოზიტიური შეფასების წინააღმდეგ, რაც უნდა გახდეს მყარი საფუძველი შემდგომში კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის. მათ ვერ დამალეს, რომ სინამდვილეში, ერთადერთი, რაც აინტერესებთ, არის ის, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ამას მარტივი ახსნა აქვს. რეალურად ისინი კანდიდატის სტატუსის არმინიჭებაში ხედავენ პოლიტიკურ შანსს, არიონ ქვეყანა, დაიბრუნონ ძალაუფლება და ჩართონ ეს ქვეყანა კიდევ ერთხელ ომში, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები