უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგი მთელი ასწლეულისთვის გადამწყვეტი იქნება, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა.
ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი თავდაცვითი კავშირია, რომელსაც რუსეთთან დაპირისპირება არ სურს, მაგრამ ამასთანავე მომავალშიც გააგრძელებს უკრაინის დახმარებას.