15 ნოემბერი 2024,   02:57
ვრცლად
ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ მადრიდში რეზოლუციის პროექტი მოამზადა, რომელშიც საქართველო არაერთხელ არის ნახსენები - რა გზავნილებია ასამბლეიდან

ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ მადრიდში რეზოლუციის პროექტი მოამზადა. ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე ამბობენ, რომ 24 თებერვლიდან სამყარო ახალი რეალობის წინაშეა  და ამის ფონზე, ახალ გამოწვევებს ალიანსმაც თავისი თავდაცვითი პოლიტიკა უნდა მიუსადაგოს. რეზოლუციაში საქართველოც არაერთხელ არის ნახსენები.

ასამბლეა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ასევე მიესალმება ქვეყნის ნატოში გაწევრიანების სურვილს. 

"რეზოლუციაში საქართველოს როლის მოხსენიება, როგორც რუსეთის აგრესიის მსხვერპლის, როგორც ნატოში გაწევრიანების მსურველის და როგორც უსაფრთხოებისა და ასევე კონტრიბუტორის, არის მნიშვნელოვანი გზავნილი. საქართველო რჩება ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში, რომელსაც სურს ნატოს წევრობა,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” წევრი თეონა აქუბარდია.

საფრანგეთის პარლამენტის წევრი ანნე ჟენეტი კი აცხადებს, რომ საქართველო ძალიან მნიშვნელოვანია ევროპული ტერიტორიების დაცვისთვის:

"საქართველო შავი ზღვის რეგიონის აღმოსავლეთ ნაწილშია და ძალიან მნიშვნელოვანია ევროპული ტერიტორიების დაცვისთვის. შავი ზღვის რეგიონი ევროპის ნაწილია და მისი უსაფრთხოება ევროპის უსაფრთხოებას ნიშნავს. საჭიროა დისკუსიები და ვნახავთ, როგორ შევძლებთ წინსვლას. ერთმანეთს უნდა გავუზიაროთ გამოცილება ტერიტორიული მთლიანობის დაცვის შესახებ. თანამშრომლობის გასაღრმავებლად, ასევე ერთობლივი წვრთნებია საჭირო,"- აღნიშნავს საფრანგეთის პარლამენტის წევრი ანნე ჟენეტი.

დღის ამბები