მადრიდში ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე რეზოლუციის პროექტს სესიაზე დღეს კენჭს
უყრიან. პოსტ მადრიდის სამიტი, გამოწვევები ახალ სტრატეგიულ ერაში აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს და მხარს უჭერს საქართველოს სწრაფვას ნატოში ინტეგრაციისკენ. რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ ნატო უნდა დაეხმაროს პარტნიორ ქვეყნებს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში. ალიანსის 68-ე საპარლამენტო ასამბლეას ესწრება საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაცია.
როგორც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, ნატოსთვის საქართველო არის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი შავიზღვისპირეთში.
"ყველა შეხვედრაზე, რომელშიც ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ, არის სრული მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი შავი ზღვის რეგიონში ნატოსთვის და საქართველოს აქვს დამტკიცებული თავისი ერთგულება სხვადასხვა მისიაში მონაწილეობით და ვიყავით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ქვეყანა, როგორც კოსოვოს მისიებში, სადაც იყო ნატო წარმოდგენილი თავი ქვედანაყოფებით, ასევე ავღანეთის მისიებში,"- აცხადებს ვლადიმერ ჩაჩიბაია.