15 ნოემბერი 2024,   02:48
ვრცლად
ჩერგოლეიშვილი ხაბეიშვილზე: ერთი მიზეზი მითხარით, რატომაც საქართველოს მოქალაქეებმა ამის გამოძიებებს უნდა დაუჯერონ ბიძინა ივანიშვილზე?

"ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი ლევან ხაბეიშვილის გამოძიებებს არ ენდობა და "ფეისბუქზე" წერს, რომ მასთან თანამშრომლობის "ლაქას" ადამიანები "ვერასოდეს ჩამოირეცხავენ" :

ხაბეიშვილი თავის სპონსორს, დავით კეზერაშვილს აბრალებდა რომ მან ქვეყნის ბიუჯეტი გაძარცვა, მილიონები მოიპარა და დასასჯელია.

დღეს, როცა კეზერაშვილს წველის, ეს ადამიანი ამბობს, რომ კეზერაშვილს აქამდე ცილს სწამებდა და ცილისწამების მიზეზად ვიღაც სხვა ხალხთან შეუთავსებლობას ასახელებს.

ერთი მიზეზი მითხარით, რატომაც საქართველოს მოქალაქეებმა ამის გამოძიებებს უნდა დაუჯერონ ბიძინა ივანიშვილზე?

ვინც ამის ორგანიზაციაში მუშაობთ და ამის გამოძიებებზე პასუხისმგებლობას იღებთ, მართლა ფიქრობთ რომ თქვენ პოლიტიკური მომავალი გაქვთ?

მართლა ფიქრობთ, რომ ასეთი ბინძური ცილისმწამებლებისაა ამ ქვეყნის პოლიტიკური მომავალი?

მართლა ფიქრობთ რომ ამ გზით წაიყვანთ ქართველ ხალხს ევროპისკენ?

გახსოვდეთ, რომ ამ ქვეყანაზე ქაღალდის გარდა, კიდევ არის სინდისი.

პირობას გაძლევთ, რომ ხაბეიშვილთან მუშაობის ლაქას ვერასოდეს ჩამოირეცხავთ.

ჩემი პროგნოზი ახდება, თუ სხვისი - დაელოდეთ," - წერს ჩერგოლეიშვილი.

დღის ამბები