15 ნოემბერი 2024,   02:53
ვრცლად
"ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წლიური სესია მადრიდში სრულდება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ხელშესახები შედეგებით, ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილებით"- ირაკლი ბერაია

რუსეთი მთავარი საფრთხე, ჩინეთი კი მეტოქე - ნატოს შეცვლილ სტრატეგიას
დღეს მადრიდში მიმდინარე ალიანსის საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე კენჭი უნდა უყარონ.

რეზოლუციის პროექტში მიღებული შესწორების მიხედვით, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა აღიარებს რუსეთს ტერორისტულ ქვეყნად არსებული რეჟიმის პირობებში. დოკუმენტში რამდენჯერმეა ნახსენები საქართველო და მისი ნატოში ინტეგრაციის სწრაფვისკენ მხარდაჭერა. ასევე, ნათქვამია, რომ ალიანსი უნდა დაეხმაროს პარტნიორ ქვეყნებს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში. 

ამასთან, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მადრიდში ნატოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გზავნილებით მიმდინარეობს. 

"ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წლიური სესია მადრიდში სრულდება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ხელშესახები შედეგებით, ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილებით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ნატოს და მისი მოკავშირეების დღის წესრიგში ჩვენი ქვეყნის მზარდ პრიორიტეტულობას. ასამბლეა კიდევ ერთხელ ეტყვის მთელს მსოფლიოს და პირველ ყოვლისა აგრესორ რუსეთს, რომ ალიანსის ღია კარის პოლიტიკა არ გადაიხედება. ის, რომ მესამე სახელმწიფო, ასპირანტების ევროატლანტიკურ მისწრაფებას ვეტოს ვერ დაადებს. ალიანსი აძლიერებს საქართველოს მხარდაჭერას და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით დგამს ქმედით ნაბიჯებს,"-აცხადებს ირაკლი ბერაია.

რაც შეეხება საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრის მოსაზრებას. თეონა აქუბარდია ამბობს, რომ სამი საკითხი არის განხილული საქართველოსთან მიმართებაში, მათ შორისაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. 

"საქართველო, რომელსაც სურს ნატოს წევრობა და რომელსაც აქვს დაპირება ბუქარესტის სამიტის - ეს საკითხები არის ასახული რეზოლუციაში. ისევე, როგორც ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის პატივისცემა, რომელიც მორღვეულია რუსეთის მხრიდან. ასევე ღია კარის პოლიტიკა და საქართველოს ნატოში ის მისწრაფება, რომელიც გამყარებულია ბუქარესტის სამიტით და შავი ზღვის უსაფრთხოება, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.მნიშვნელოვანია საქართველოს, როგორც ნატოს პარტნიორის როლი,"-აცხადებს თეონა აქუბარდია. 

დღის ამბები