15 ნოემბერი 2024,   03:18
ვრცლად
ვაპირებთ კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ ომის დანაშაულებისთვის რუსეთის გასამართლების შესაძლო გზებზე, მათ შორის, სპეციალური ტრიბუნალის შექმნის გზით - კონოლი

სენატორის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებით, მადრიდში გამართული დღევანდელი სესია ასახავს უკრაინისადმი ურყევ მხარდაჭერას.

ამასთან, ჯერი კონოლის თქმით, ასამბლეა არასოდეს აღიარებს რუსეთის მიერ უკანონოდ მიტაცებულ ტერიტორიებს და გამოიძიებს კრემლის მიერ ჩადენილ სისასტიკეს და ომის დანაშაულს, რომელიც დაუსჯელი არ დარჩება. 

"დღევანდელი სესია უკრაინისადმი ურყევი მხარდაჭერის ძლიერი გზავნილია. ჩვენი სამხედრო დახმარება ბრძოლის ველზე რეალურ შედეგებს იძლევა. ჩვენმა ასამბლეამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ რუსეთის უკანონო ანექსიის მცდელობებს, ყირიმი უკრაინაა, დონეცკი უკრაინაა,  ლუჰანსკი უკრაინაა, ზაპორიჟიე უკრაინაა, ხერსონი უკრაინაა, როგორც ამას ცხადყოფს უკრაინული დროშები, რომლებიც იქ ფრიალებს. სესიის განმავლობაში, ჩვენ ვაპირებთ კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ ომის დანაშაულებისთვის რუსეთის გასამართლების შესაძლო გზებზე, მათ შორის, სპეციალური ტრიბუნალის შექმნის გზით. რუსეთის თითოეული ქმედება გამოძიებული უნდა იყოს, მათ შორის კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები და გენოციდის შესაძლო აქტები. როდესაც ჩვენი შვილიშვილები, მომავალი თაობები შეგვეკითხებიან, სად ვიყავით, როცა რუსეთი სასტიკ კამპანიას აწარმოებდა ევროპისა და მთელი მსოფლიოს თავისუფლების წინააღმდეგ - მოდით დავრწმუნდეთ, რომ თითოეული ჩვენგანი შეძლებს უპასუხოს მათ, რომ ჩვენ უკრაინის გვერდით ვიდექით,"-აცხადებს ჯერი კონოლი.

დღის ამბები