ესპანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ახლა ნატოს ისტორიაში გადამწყვეტი მომენტია.
როგორც პედრო სანჩესი ამბობს, ასამბლეა განაგრძობს უკრაინის დახმარებას და ბოლოს მსოფლიო წესრიგი გაიმარჯვებს.
"ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ისტორიაში გადამწყვეტი მომენტია. პუტინი თავს დაესხა ევროპის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, რომელიც ათწლეულების განმავლობაში შენდებოდა. ჩვენი გზავნილი მადრიდიდან პუტინისადმი არის, პატივი სცეს უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტს და მის უფლებას, თავისუფლად აირჩიოს თავისი მომავალი. მანამ, სანამ ეს მოხდება, ჩვენ განვაგრძობთ ამ ბრძოლაში ჩვენს ერთიან მხარდაჭერას უკრაინისადმი. მსოფლიო წესრიგი გაიმარჯვებს,"-აცხადებს პედრო სანჩესი.