09 ივლისი 2024,   01:02
ვრცლად
სტოლტენბერგმა თქვა, რომ ნატოს წევრებს აქვთ პასუხისმგებლობა, გაუწიონ დიდი მხარდაჭერა ისეთ ახლო პარტნიორებს, როგორიც საქართველოა - გიორგი ხელაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ხელაშვილი "ტვიტერში" წერს, რომ იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატოს წევრებს აქვთ პასუხისმგებლობა გაუწიონ მეტი მხარდაჭერა ისეთ ახლო პარტნიორებს, როგორიც საქართველოა.

"ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ახლახან განაცხადა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე მადრიდში, რომ ნატოს წევრები, გარდა იმისა, რომ ვალდებულები არიან ერთმანეთი დაიცვან, ასევე, აქვთ პასუხისმგებლობა, გაუწიონ დიდი მხარდაჭერა ისეთ ახლო პარტნიორებს, როგორიც საქართველოა," - წერს ხელაშვილი.

დღის ამბები