საქართველოს მოქალაქეობის ძიებაში - სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, საქართველოში ცალკეული ეთნიკური ჯგუფებისთვის და ლტოლვილებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საკითხი განიხილა. როგორც პროგრამის დირექტორი ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეობის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები სხვადასხვა დროს შევიდა, კანონში მაინც ხარვეზებია. ამიტომ, ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ უნდა განიხილოს ეს საკითხი და მოქალაქეობის გარეშე დარჩენილ ჯგუფებს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭონ.
"საქართველოში ცალკეული ეთნიკური ჯგუფებისთვის და ლტოლვილებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საკითხებს ეთმობა. ეს ჯგუფები არიან ოსები, ეთნიკური სომხები, რომლებიც ჯავახეთში ცხოვრობენ. ჩანს სუსტი პოლიტიკური ნება ხელისუფლების მხრიდან, რომ მოქალაქეობის გარეშე დარჩენილ ჯგუფებს მისცეს მოქალაქეობა. ამიტომ, დღეს ჩვენ ვცდილობთ მიმოვიხილოთ ის კონტექსტები, სოციალური, პოლიტიკური, რომელშიც ეს ჯგუფები ცხოვრობენ და კიდევ ერთხელ დავაყენოთ მათთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხი," - აცხადებენ ორგანიზაციაში.