26 აგვისტო 2026,   06:45
ვრცლად
ბრალდებული პოლიციელის საქმის განხილვა - დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს

ბრალდებული პოლიციელის საქმის განხილვა, რომლის გასროლასაც ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა დასასრულს უახლოვდება. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს. სიტყვის უფლებით ისარგებლებს თავად ბარლდებულიც.

"ვფიქრობთ, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურდა ერიკ წურწუმიას ბრალდება გონივრულ ეჭვ მიღმა და სასამართლომ უნდა გამოიტანოს ერთადერთი და სწორი გადაწყვეტილება, რომელიც არის გამამართლებელი განაჩენი," - განაცხადა ერიკ წურწუმიას ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა.

ტრაგიკული შემთხვევა წყნეთში, მიმდინარე წლის აპრილში მოხდა. სამართალდამცველს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობასა და უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ.

დღის ამბები