29 სექტემბერი 2024,   03:54
ვრცლად
ზუგდიდში მოზარდის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი წარუდგინეს

ბრალი წარუდგინეს 14 წლის მოზარდის მკვლელობისთვის დაკავებულ არასრულწლოვანს. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება, პოლიციაში იკითხებიან თვითმხილველები და ინცინდენტში მონაწილე მოზარდები.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

შემთხვევა ზუგდიდში ორი დღის წინ მოხდა. შელაპარაკების ნიადაგზე 17 წლის არასრულწლოვანმა მეათე კლასის მოსწავლეს ჭრილობა გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით მიაყენა. ბავშვი საავამდყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

დღის ამბები