15 ნოემბერი 2024,   02:58
ვრცლად
სერიოზული ეჭვები ჩნდება, რომ საქართველოს მოსახლეობასა და ხელისუფლებაზე ზეწოლის ახალ ტალღასთან გვაქვს საქმე, საბოლოოდ, ეს მცდელობაც ფუჭი აღმოჩნდება - სოზარ სუბარი  

"ძალებს, რომლებსაც საქართველოს ომში ჩართვა და თავიანთი აგენტურის საქართველოს ხელისუფლებაში მოყვანა სურთ, მცდელობები წყალში ჩაუცვივდათ. ისინი ხედავენ, რომ საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა არ აქვთ და ცდილობენ, თავიანთი გეგმები გარედან ზეწოლით შეასრულონ", - აცხადებს საზოგადოებრივი მოძრაობის „ხალხის ძალა“ წევრი სოზარ სუბარი. 

მისივე თქმით, არსებობს ეჭვი, რომ საქართველოს მოსახლეობასა და ხელისუფლებაზე ზეწოლის ახალი ტალღა იწყება, რომელიც ფუჭი იქნება. 

"ამის ნათელი მაგალითია ბატონი კრამერის განცხადებაც იმის შესახებ, რომ საქართველოს სანქციები დაუწესდეს. ქართველი ხალხი აგენტების მობრუნებას ხელისუფლებაში აღარ დაუშვებს, პირიქით, კიდევ უფრო შეკავშირდება, ეს რომ არ მოხდეს. როცა უკრაინიდან მიწვეულია გონჩარენკო, რომელსაც საქართველოსთან არანაირი კავშირი არ აქვს, გარდა იმისა, რომ გამოირჩევა ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრული განცხადებებით და, აქვე გაგახსენებთ, არის ადამიანი, რომელიც თავის დროზე იანუკოვიჩის პარტიის წევრი იყო, უკრაინაში მკვეთრად პრორუსულ ხაზს ატარებდა და იმისთვის იბრძოდა, რომ ყირიმი და ოდესა რუსეთის ნაწილი გაეხადა, რუსულენოვანი ადამიანების უფლებები კი პირველ პლანზე წამოეწია, დღეს უცებ, ვითომ უკრაინის პატრიოტად მოგვევლინა. ეს ყველაფერი ძალიან სერიოზულ ეჭვებს აჩენს, რომ საქართველოს მოსახლეობასა და ხელისუფლებაზე ზეწოლის ახალ ტალღასთან გვაქვს საქმე. ეს მცდელობაც საბოლოოდ ფუჭი აღმოჩნდება", - აცხადებს სოზარ სუბარი.

დღის ამბები