15 ნოემბერი 2024,   03:16
ვრცლად
ეს ქალბატონი სრულიად გაცდა იმ ნორმებს, რომელსაც დიპლომატიური ეტიკეტი ჰქვია - ედიშერ გვენეტაძე კელი დეგნანზე

"ბოლო ხანებში ეს ქალბატონი სრულიად გაცდა იმ ნორმებს, რომელსაც დიპლომატიური ეტიკეტი ჰქვია! ისეთ კომენტარებს აკეთებს, რომ ეტყობა საერთოდ არად აგდებს იმას, იმყოფება თუ არა სტრატეგიულად პარტნიორ ქვეყანაში, რომელსაც ჰქვია საქართველო!” -ამის შესახებ ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს. 

გვენეტაძე დევიდ კრამერის შესახებ კელი დეგნანის განცხადებას გამოეხმაურა  და აღნიშნა, რომ  არ ახსოვს 30 წლის მანძილზე, საქართველოს შინაურ საქმეებში ასეთი მკვეთრი ჩარევის მცდელობა განეხორციელებინოს საქართველოში მყოფ, რომელიმე ელჩს!

როგორც გვენეტაძე წერს, საქმე იქამდე მივიდა, რომ კრამერს უფრო მეტად ჰყვარებია ჩვენი სამშობლო, ვიდრე ამ ქვეყანაზე გადაყოლილ კაცებს!

“ბოლო ხანებში ეს ქალბატონი სრულიად გაცდა იმ ნორმებს, რომელსაც დიპლომატიური ეტიკეტი ჰქვია!

ისეთ კომენტარებს აკეთებს, რომ ეტყობა საერთოდ არად აგდებს იმას, იმყოფება თუ არა სტრატეგიულად პარტნიორ ქვეყანაში, რომელსაც ჰქვია საქართველო.

არადა რა ბრწყინვალე დიპლომატად წარმოაჩინა საკუთარი თავი საქართველოში  ჩამოსვლის დროს, როგორ გაწონასწორებულ განცხადებებს აკეთებდა და ხალხისგან პატივისცემასაც იმსახურებდა, მაგრამ მას შემდეგ რაც შეიცვალა ხელისუფლება აშშ-ში, ეს ქალბატონი გადასხვაფერდა და ნაცების  პოლიტიკის  ფაქტობრივი გამტარებელი გახდა!

ჩვენ არ გვახსოვს ამ 30 წლის მანძილზე, საქართველოს შინაურ საქმეებში ასეთი მკვეთრი ჩარევის მცდელობა განეხორციელებინოს საქართველოში მყოფ რომელიმე ელჩს. 

საქმე იქამდე მივიდა, რომ თურმე ნუ იტყვით და ვიღაც პენსიონერ, გზას აცდენილ კრამერს უფრო მეტად ჰყვარებია ჩვენი სამშობლო, ვიდრე ამ ქვეყანაზე გადაგებულ და გადაყოლილ კაცებს! ამიტომაც ჩვენში იტყვიან "სტუმარი ღვთისააო", მაგრამ უკეთესი იქნება  ქ-ნი ელჩი უფრო მოზომილ, უფრო მოქნილ, შედარებით მიუმხრობელ და ცოტათი რეალობის შესაბამის განცხადებებს თუ გააკეთებს!"  - წერს გვენეტაძე.

დღის ამბები