15 ნოემბერი 2024,   02:50
ვრცლად
“ემანუელ, დამიჯერე, უკიდურესად ფრთხილი ვარ, რუსეთს არ ვადანაშაულებ“ - პოლონეთის პრეზიდენტი რუსი პრანკერების სამიზნე გახდა

“ემანუელ, დამიჯერე, უკიდურესად ფრთხილი ვარ. რუსეთს არ ვადანაშაულებ“ - პოლონეთის პრეზიდენტი რუსი პრანკერების სამიზნე გახდა.

პრანკერები მას ემანუელ მაკრონის სახელით გაეცნენ. მათ შორის საუბარი პოლნეთის საზღვართან რაკეტის ჩამოვარდნაზე და რუსეთ-უკრაინის ომზე შედგა. 

პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიამ სკანდალური ჩანაწერის ნამდვილობა რამდენიმე საათის წინ დაადასტურა. 

" ემანუელ, დამიჯერე, უკიდურესად ფრთხილი ვარ. რუსეთს არ ვადანაშაულებ. ემანუელ, ეს ომია. მე ვფიქრობ, რომ ამ ომში ორივე მხარე ერთმანეთს დაადანაშაულებს",- ასე მიმართავს პოლონეთის პრეზიდენტი "ემანუელ მაკრონს". 

პასუხად  "მაკრონი" ამბობს, რომ ესკალაციას რუსეთსა და ნატოს შორის საჭირო არ არის. 

"ვფიქრობ, რომ ჩვენ არ გვჭირდება ესკალაცია რუსეთსა და ნატოს შორის,"- ამბობს ჩანაწერში "მაკრონი", რაზეც პოლინეთის პრეზიდენტი პასუხობს, რომ მას არ უნდა რუსეთთან ომი და ძალიან ფრთხილობს. 

"კი როგორ ფიქრობ, მე მინდა რუსეთთან ომი? ნამდვილად არ მინდა. დამიჯერე რომ ძალიან, ძალიან ფრთხილად ვარ,"- აცხადებს დუდა. 

ჩანაწერში საუბარია იმაზეც, თუ როგორ სპეკულირებს რუსეთი ე.წ ბინძური ბომბებით. დიალოგს უცვლელად გთავაზობთ. 

"ემანუელ მაკრონი" - რას ფიქრობ ე.წ ბინძურ ბომბებზე, რომლებითაც რუსეთი სპეკულირებს?

ანდჟეი დუდა - ბინძურ ბომბზე მეტად მე უფრო უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებთან დაკავშირებული პრობლემების მეშინია. მეშინია ატომური კატასტროფის, ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის. ეს არის ჩემი შეშფოთების საგანი.

"ემანუელ "მაკრონი" - რა გითხრა ვოლოდიმირმა ? რა გეგმები აქვს? რაიმე მტკიცებულება ხომ არ აქვს ?

ანდჟეი დუდა -  უკრაინელები დარწმუნებულნი არიან, რომ ეს იყო რუსული რაკეტა, რუსების მიერ გაშვებული. მისი თქმით, მათ აქვთ მტკიცებულებები. პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ გამოგზავნის თავის ექსპერტებს და ისინი მიიღებენ მონაწილეობას გამოძიებაში.

"მაკრონი" - მაგრამ თქვენ არ გყავთ სათანადო ექსპერტები...

დუდა- ჩვენ გვყავს ჩვენი ექსპერტები და ახლა გამოძიება მიმდინარეობს. ხვალ დილით ალბათ ამერიკელი ექსპერტებიც აქ იქნებიან.

"მაკრონი" - კარგი, მეგობარო, მე უკვე ძალიან დავიღალე ორივე მათგანით განსაკუთრებით კი ვოლოდიმირით.

დუდა- მადლობა, კარგ დღეს გისურვებ!,"- ეს არის დიალოგი, რომელიც გავრცელებულ ჩანაწერშია. 

დღის ამბები