15 ნოემბერი 2024,   03:04
ვრცლად
ვანო და კეზერაშვილი იქნებიან ამ ქვეყნის ჩრდილოვანი მმართველები - თამარ ჩერგოლეიშვილი

"შვილო, ხატია, კეზერაშვილის მინიონებში - ელენეში, ზურაში და ვაშაძეში გაბუდნიან მაგ ქურქუმალს და ვანო და კეზერაშვილი იქნებიან ამ ქვეყნის ჩრდილოვანი მმართველები. გეგმა ესაა" - ასე ეხმიანება "ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი "ნაცმოძრაობის" წევრს ხატია დეკანოიძეს, რომლის თქმით, "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარე უნდა იყოს ალტერნატიული პრემიერ მინისტრი, რეგიონში  ცნობილი ადამიანი, უნდა ფლობდეს რამდენიმე უცხო ენას, ჰქონდეს მკაცრი ჩამოყალიბებული სტრატეგია პარტნიორებთან ურთიერთობაში და ა.შ. 

დეკანოიძე მიიჩნევს, რომ ამ კრიტერიუმებს ოპოზიციაში ცოტა ადამიანი აკმაყოფილებს, ახლა რაც ხდება, ეს პარტიას არ გააძლიერებს.

"გეგმა ესაა. არ გამოუვათ, მაგრამ არავინ ფიქრობს ხაბეიშვილის პრემიერობას - მეტი დარდი არ აქვს ვანოს.

ფიქრობენ, რომ ნაცებს მოახტებიან და მერე ქადაგიძეს, ან რომელიმე "ლამაზ" ჯუჯალარს გამოაგორებენ და ეგაა" - წერს ჩერგოლეიშვილი Facebook-ზე.

დღის ამბები