15 ნოემბერი 2024,   02:52
ვრცლად
ჩვენ გვჭირდება ჩვენი უახლოესი მოკავშირეების, ჩვენი მეზობლების მხარდაჭერა - ოლივერ ვარჰეი

ჩვენ გვჭირდება ჩვენი უახლოესი მოკავშირეების, ჩვენი მეზობლების მხარდაჭერა, - ამის შესახებ ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეი აცხადებს.

მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაჩქარება დაფუძნებულია ფუნდამენტურ საკითხებში პროგრესზე.

"ივნისში ევროკავშირის ლიდერებმა აღიარეს უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს ევროპული პერსპექტივა. მათ მიანიჭეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უკრაინას და მოლდოვას, დაადასტურეს, რომ მიანიჭებენ ამ სტატუსს საქართველოს, როდესაც კომისიის რეკომენდაციები შესრულდება. ევროპამ ერთიანობითა და სიმტკიცით უპასუხა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ჩვენი უახლოესი მოკავშირეების, ჩვენი მეზობლების მხარდაჭერა. ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა გახდა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ომის დაწყების შემდეგ, თუმცა ჩვენი გაფართოების პოლიტიკის მეთოდოლოგიისა და მოლაპარაკებების ჩარჩოს თანახმად, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაჩქარება და ფინანსური მხარდაჭერა ჩვენი რეგიონების მიმართ კვლავაც დაფუძნებულია ფუნდამენტურ საკითხებში პროგრესზე. დამოკიდებულია პროგრესზე, რომელსაც ჩვენი პარტნიორები მიაღწევენ,"- აცხადებს ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი.

დღის ამბები