15 ნოემბერი 2024,   03:02
ვრცლად
საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის ნიშანია - ტონინო პიცულა

ევროპარლამენტის დეპუტატის, ტონინო პიცულას განცხადებით, საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება პოლიტიკური მხარდაჭერის ნიშანია.

მისივე განცხადებით, თითოეული ქვეყანა საკუთარი დამსახურების მიხედვით უნდა შეფასდეს. 

"ევროკავშირის საბჭოს შეთანხმება, უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ და საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება, არის ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის ნიშანი. ამ გადაწყვეტილებით, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა ოფიციალურად გაფართოვდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე. ამიტომ, ჩვენი შიდა ადმინისტრაციული სტრუქტურები და საგარეო ფინანსური ინსტრუმენტები საჭიროებს შესაბამის კორექტირებას. თითოეული ქვეყანა უნდა შეფასდეს საკუთარი დამსახურებით. ევროკავშირმა უნდა გადალახოს გაფართოების ჩიხი, რაც უნდა მოხდეს გაწევრიანების პროცესის, როგორც პოლიტიკური მიზნის, ასევე მეთოდოლოგიის მოდერნიზაციით. ამისთვის კი გვჭირდება ევროკავშირის გაფართოების ახალი სტრატეგია, რომელშიც მკაფიოდ გაიწერება პოლიტიკური ამოცანები, გატარდება საჭირო და დროული ინსტიტუციური რეფორმები,"- აცხადებს ევროპარლამენტის დეპუტატი ხორვატიიდან ტონინო პიცულა.

დღის ამბები