15 ნოემბერი 2024,   03:13
ვრცლად
ჩვენ მუდმივად ვიმეორებთ დაუახლოვდით ევროკავშირს, მაგრამ ცოტა ხანი მოიცადეთ და იყავით კანდიდატები, მერე გვიკვირს, რატომ ხდება მსოფლიო უფრო ევროსკეპტიკური - ლიუდას მაჟილისი

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მოლდოვისა და უკრაინისთვის დადებითი ნაბიჯი იყო, მკაფიო პერსპექტივა უნდა მივცეთ საქართველოსაც - ამის შესახებ ევროპარლამენტის დეპუტატმა ლიეტუვადან ლიუდას მაჟილისმა განაცხადა.

"მგონი ჩვენ ამოვწურეთ ის რეაქტიული სიგნალები, რომლებსაც ვუგზავნით იმ ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირის მიღმა დარჩნენ. ჩვენ მუდმივად ვიმეორებთ დაუახლოვდით ევროკავშირს, მაგრამ ცოტა ხანი კიდევ მოიცადეთ და იყავით კანდიდატები. მსოფლიოს მოთმინება ამოუწურავი არ არის. ჩვენ ასე ვიქცევით და მერე გვიკვირს, რატომ ხდება მსოფლიო უფრო ევროსკეპტიკური, რატომ იხრება ისეთი საშიში ქვეყნებისკენ, როგორიც რუსეთი და ჩინეთია. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მოლდოვისა და უკრაინისთვის დადებითი ნაბიჯი იყო. მკაფიო პერსპექტივა უნდა მივცეთ საქართველოსაც. ჩემი აზრით, ჩვენ ასევე არასათანადოდ სწრაფად ვაძლევთ ამ ქვეყნებს ევროკავშირის ერთიან ბაზართან წვდომას. ჩვენ არ უნდა შევიზღუდოთ თავი მხოლოდ პოლიტიკური მხარდაჭერით, მათ უნდა დავეხმაროთ ფინანსურადაც,"- აცხადებს ევროპარლამენტის დეპუტატი ლიეტუვადან ლიუდას მაჟილისი

დღის ამბები