ჩვენი პოლიტიკური, მორალური ვალდებულებაა არ ვუღალატოთ ქვეყნებს, რომლებიც საკუთარ მომავალს ევროკავშირში ხედავენ - ამის შესახებ ევროპარლამენტის დეპუტატმა ესტონეთიდან მარინა კალიურანდმა განაცხადა.
მისივე თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ახლა, რუსეთის აგრესიის ფონზე, ევროკავშირის წევრობა გადარჩენის იმედი და გარანტიაა.
"გაფართოება არის ევროკავშირის ყველაზე მძლავრი და წარმატებული საგარეო პოლიტიკური ინსტრუმენტი. ეს ასე იყო 2004 წელსაც, როდესაც ჩემი ქვეყანა, ესტონეთი შევიდა ევროკავშირში. ეს უფრო მეტად არის საჭირო დღეს, როდესაც რუსეთის აგრესიის ფონზე, ევროკავშირის წევრობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ზოგიერთი წევრისთვის გახდა გადარჩენისა და დამოუკიდებლობის იმედი და გარანტია. ჩვენი პოლიტიკური, მორალური ვალდებულებაა, არ ვუღალატოთ ქვეყნებს, რომლებიც საკუთარ მომავალს ევროკავშირში ხედავენ,"- აცხადებს კალიურანდი.