15 ნოემბერი 2024,   02:40
ვრცლად
"ყოველთვის სჯობს, ყველაფერი ხდებოდეს ღიად, თუ ასე არ იქნება, მაშინ გამოდის, რომ ის ხალხი, რომელიც ღიად ჩანს, თავის თავს არ წარმოადგენენ" - გიგა ბოკერია დავით კეზერაშვილზე

როდესაც რაღაც პოლიტიკურ ერთეულთან ადამიანი აფილირებული ხდება ან იყო, შეუძლებელია მას არ ჰქონდეს გავლენა, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ "ღამის კურიერის" ეთერში, დავით კეზერაშვილზე საუბრისას განაცხადა. 

მისივე თქმით, ყველა აქტიური ადამიანის პოზიცია გავლენას ახდენს ზოგადად პოლიტიკურ ცხოვრებაზე:

"კეზერაშვილმა საჯარო განცხადება გააკეთა, სადაც მის მოტივაციაზე ისაუბრა და თქვა, რომ ეს არის ამ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა და შემდეგ თქვა, რომ მე არ მაინტერესებს რა ხდება პარტიებშიო. მე მიმაჩნია, რომ ის პირველ ნაწილში იყო გულწრფელი, მას ეს მოტივაცია მართლაც აქვს როგორც მე ვიცი და ეს ჩემთვის სრულიად მისაღებია, მაგრამ მეორე ნაწილი არ არის გულწრფელი. ყველა აქტიური ადამიანის პოზიცია, გავლენას ახდენს ზოგადად პოლიტიკურ ცხოვრებაზე. მით უმეტეს, როდესაც რაღაც პოლიტიკურ ერთეულთან ადამიანი აფილირებული ხდება, ან იყო, შეუძლებელია მას არ ჰქონდეს გავლენა. ამიტომ, ყოველთვის სჯობს, რომ ეს ყველაფერი ხდებოდეს ღიად, თუკი ასე არ იქნება, მაშინ გამოდის, რომ ის ხალხი, რომელიც ღიად ჩანს, თავის თავს არ წარმოადგენენ",- განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

დღის ამბები