15 ნოემბერი 2024,   03:18
ვრცლად
რუსეთის პატრიარქი საქართველოს მტერია, ამიტომ მისთვის მილოცვა არის მორალური კატასტროფის ტოლფასი - გიგა ბოკერია

რუსეთის პატრიარქისთვის დაბადების დღის მილოცვა მორალური კატასტროფის ტოლფასია,- ამის შესახებ ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგა ბოკერიამ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა. 

მისი თქმით, როდესაც ბოროტების სიმბოლოს უკეთებ ჟესტს და ერთი და იგივე რანგში იხსენიებ რუსეთსა და უკრაინას, ეს არის თანამოზიარობა ამ ბოროტების, საპატრიარქოსა და რიგი მღვდელთმთავრების მხრიდან.

"მინდა ხაზი გავუსვა, "ევროპულ საქართველოს" გვაქვს ძალიან მყარი შეხედულება სახელმწიფოსა და ეკლესიების დაყოფისა და ჩაურევლობის. დღეს ეგ დარღვეულია და ჩვენი ეკლესია მნიშვნელოვნად არის შერწყმული მთავრობასთან. "ნაციონალური მოძრაობის" დროს იყო ხარკის გადახდა, როგორც პირდაპირი გაგებით, ისე ფინანსურად და მორალურად, ოღონ იყო ცივი ომი არსებითად. ახლა ეს ხალხი ერთ სულ და ერთ ხორც არის. რუსეთში ეკლესია ნაწილია პუტინის ბოროტების იმპერიის,  ცალკე წონა არც გააჩნია. რუსეთის პატრიარქი - თუკი ვინმეს შეიძლება საქართველოს მტერი უწოდო, დუგინთან ერთად, პუტინის შემდეგ - სწორედ ეგ კაცია. ის ჩვენი ქვეყნის თავისუფლების წინააღმდეგ არის ამ ბოროტების განსახიერება, რომელიც ძალადობის გამართლებას ქადაგებს. როდესაც ასეთი ბოროტების სიმბოლოს უკეთებ ჟესტს და თან ერთი და იგივე რანგში იხსენიებ რუსეთსა და უკრაინას, ეს არის თანამოზიარობა ამ ბოროტების საპატრიარქოსა და რიგი მღვდელთმთავრების მხრიდან. ეს რეალობაა. ეს არ არის საეკლესიო საკითხი, ეს ჩვენი ქვეყნის მომავლის საკითხია და ის რითაც ჩვენი მტერი გვიპირისპირდება. ამიტომ  მილოცვა არის მორალური კატასტროფის ტოლფასი,"- აცხადებს გიგა ბოკერია. 

დღის ამბები