ვინ იქნება "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, თავმჯდომარე ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა გია ცაგარეიშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" ფაქტიურად აღარ ჰყავს სპონსორი, გამოჩნდა სპონსორი ერთადერთი და განუმეორებელი ბატონი კეზერაშვილის სახით, რომელმაც როგორც ცაგარეიშვილი აცხადებს, უნდა დაასპონსოროს არამხოლოდ "ნაციონალური მოძრააობა", არამედ ნებისმიერი რადიკალურად განწყობილი პოლიტიკური თუ არასამთავრობო ჯგუფი.
"ვინ იქნება "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, თავმჯდომარე ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. უბრალოდ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ურთიერთდაპირისპირების პროცესი უფრო გაღრმავდება და დაუნდობელ სახეს შეიძენს. მთავარია, რომ არჩევნები ახლოვდება და "ნაციონალურ მოძრაობაში" პანიკური შიშია. მათ შორის არის სრული უსახსრობა და მათ ფაქტიურად აღარ ჰყავთ სპონსორი. გამოჩნდა სპონსორი ერთადერთი და განუმეორებელი ბატონი კეზერაშვილის სახით, რომელსაც უნდა დაასპონსოროს არამხოლოდ "ნაციონალური მოძრააობა", არამედ ნებისმიერი რადიკალურად განწყობილი პოლიტიკური თუ არასამთავრობო ჯგუფი, რომელიც ხელისუფლების შეცვლას მოინდომებს,"- განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.