ჩვენ უკრაინული კანონი გადმოვაქართულეთ. ეს კანონი უკვე გაგზავნილი იყო, გასული წლის ბოლოს გაიგზავნა, ომის დაწყებამდე 2 თვით ადრე,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის თავშივე გადაგზავნა ვენეციის კომისიისთვის გამოიწვევდა პროცესის გაჭიანურებას და ეს რეკომენდაცია ამის გამო ვერ შესრულდებოდა.
ჩვენ უკრაინული კანონი გადმოვაქართულეთ. ეს კანონი უკვე გაგზავნილი იყო, გასული წლის ბოლოს გაიგზავნა, ომის დაწყებამდე 2 თვით ადრე. ჩვენ ოფიციალურად მივმართეთ კოლეგებს სტრასბურგში და ვკითხეთ, თუ რა ეტაპზეა განხილვა. პირველადი შეტყობინება მათგან არის ის, რომ განხილვა გრძელდება და ძალიან მალე ეს ექსპერტიზა გადაეგზავნება უკრაინას. ჩვენ დრო დავზოგეთ, ხაზი გავუსვით, რომ ამ წლის ბოლომდე 12-ვე რეკომენდაციას მივიღებთ მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისიამ გადაგვიწია ეს 2023 წლის ოქტომბრამდე. ამ კანონპროექტის თავშივე გადაგზავნა გამოიწვევდა პროცესის გაჭიანურებას და რეკომენდაციას, ჩვენ სწორედ ამის გამო ვერ შევასრულებდით. ეს არის დროის ფაქტორი. ასევე, ჩვენ გვაინტერესებს სამართლებრივი თვალსაზრისით, რა შეფასებები მოჰყვება უკრაინის კანონს. მათ კანონი გააგზავნეს, ჩვენ კი გვთხოვენ კანონპროექტის საწყის ეტაპზე გაგზავნას ვენეციისთვის. არაფერი ამით არ შავდება,"- განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.