"ნაციონალური მოძრაობის" მიერ შემოტანილი კანონპროექტი, საკუთარი ოლიგარქების გადასარჩენად არის შემოტანილი - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა გია ცაგარეიშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ეს კანონპროექტი მორგებულია მათ შორის კეზერაშვილზე.
"ნაციონალური მოძრაობის" მიერ შემოტანილი კანონპროექტი, საკუთარი ოლიგარქების გადასარჩენად არის შემოტანილი და კონკრეტულ ადამიანებზე, მათ შორის კეზერაშვილზე და სხვებზე მორგებული კანონპროექტია - ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა. ამიტომ, ჯერ ჩვენ მოდი გავიდეთ ბოლოში, მივიღოთ რეკომენდაცია ვენეციის კომისიისგან და მერე დავიწყოთ სხვა კანონპროექტზე საუბარი,"- განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.