როდის გაიმართება ომბუდსმენობის კანდიდატებთან დაკავშირებით კონსულტაციები - მხარეები შეხვედრისთვის მზად არიან, თუმცა კონკრეტული თარიღი კვლავ უცნობია.
ოპოზიციის ნაწილი მხარს მხოლოდ არასამთავრობოების მიერ დასახელებულ 3 კანდიდატს უცხადებს, რაც უმრავლესობისთვის მიუღებელია. "ქართული ოცნება" ოპონენტებს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებს.
სახალხო დამცველის პოსტზე პრეტენზია თავდაპირველად 19 პირს ჰქონდა, მოგვიანებით სამმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.