15 ნოემბერი 2024,   03:03
ვრცლად
უკრაინას, მოლდოვას და პერსპექტივაში, საქართველოსაც, ევროპაში მომავლის პერსპექტივა მივეცით, სულ რამდენიმე თვეში ახალ იმპულსს გავცემთ - შოლცი

უკრაინას, მოლდოვას და პერსპექტივაში, საქართველოსაც, ევროპაში მომავლის პერსპექტივა მივეცით, სულ რამდენიმე თვეში ახალ იმპულსს გავცემთ - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, პარლამენტში განაცხადა. ასპირანტ ქვეყნებზე საუბრის დროს ოლაფ შოლცმა ხაზი გაუსვა გეოპოლიტიკური ევროპის მნიშვნელობასა და მის ქმედუნარიანობას.

გერმანიის კანცლერი მიიჩნევს, რომ ევროპამ არაფრის კეთება უნდა შეწყვიტოს რადგან ასეთმა პოზიაციამ ევროპის კონტინენტი რუსეთზე დამოკიდებული გახადა.

"ჩვენ მივეცით უკრაინას, მოლდოვას და პერსპექტივაში, საქართველოსაც ევროპაში მომავლის პერსპექტივა. წლების განმავლობაში დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან გაწევრიანების პროცესი გაჭიანურდა. ახლა, სულ რამდენიმე თვეში ახალ იმპულსს გავცემთ. სხვათა შორის, ევროპაზეა საუბარი: სწორედ ამ მთავრობამ ჩამოაყალიბა ხედვა ევროპის მომავლის შესახებ, რასაც საფრანგეთის პრეზიდენტი და სხვები წლების განმავლობაში ელოდნენ. მე ვიზიარებ მიზანს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გეოპოლიტიკური ევროპისა, რომელიც ბევრად უფრო ქმედუნარიანია. არაფრის კეთება ძალიან ძვირი დაჯდება. სწორედ ამიტომ, ჩვენ მივმართავთ ენერგეტიკისა და სავაჭრო პოლიტიკაში არსებულ ხარვეზებს, რამაც მიგვიყვანა ცალმხრივად დამოკიდებულებამდე რუსეთზე და კონკრეტულად ჩინეთზე. სწორედ ამიტომ, წლების უგულებელყოფის შემდეგ ჩვენ უზრუნველვყოფთ თანამედროვე, ძლიერ ბუნდესვერს, რომელსაც შეუძლია, დაიცვას ჩვენი ქვეყანა და ჩვენი მოკავშირეები," - განაცხადა შოლცმა. 

დღის ამბები