საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის და ქართული დელეგაციის ვიზიტი ესპანეთის სამეფოში დასრულებულია. ორი დღის განმავლობაში ქართველ კანონმდებლებს შეხვედრები ჰქონდათ თავიანთ ესპანელ კოლეგებთან, როგორც სენატში, ასევე ასევე დეპუტატთა კონგრესში. ვიზიტს ორი ძირითადი მიზანი ჰქონდა, პირველი - უფრო მეტი თანამშრომლობა პარლამენტებს შორის და ასევე საქართველოსა და ესპანეთს შორის ურთიერთობების გაღრმავება და მთავარი მიზანი, რაც იყო ამ ვიზიტის, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია.
შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ესპანეთი მხარს უჭერს საქართველოს სურვილს, რომ რაც შეიძლება მალე გახდეს ევროპული ოჯახის წევრი და მაგალითად მოჰყავს სენატის მიერ მიღებული რეზოლუცია, რომელშიც საქართველოს მხარდაჭერაზეა საუბარი.
"მნიშვნელოვანი არის რომ საპარლამენტო კავშირებით ვიყოთ მუდმივად კონტაქტზე ჩვენს კოლეგებთან. ჩვენ ვაპირებთ რომ მათ მუდმივად ჰქონდეთ ინფორმაცია მათ შორის 12 პუნქტთან დაკავშირებულ პროგრესზე. სენატის დელეგაცია გვეწვევა იანვარში საქართველოში და ექნებათ შესაძლებლობა რომ საქართველოშიც ამ საკითხებთან დაკავშირებით ჰქონდეთ საუბრები. ასე რომ ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვან, მაღალ დონეზე არის ურთიერთობები საქართველოსა და ესპანეთს შორის და ეს გადამწყვეტია ჩვენი ევროპული მომავლისთვის," - აცხადებს პაპუაშვილი.
გუშინ საღამოს დელეგაციის წევრებს შეხვედრა ჰქონდათ ესპანეთში მცხოვრებ ქართველებთან, შალვა პაპუაშვილი და ქართველი კანონმდებლები დღეს უკვე ოფიციალურ ვიზიტს პორტუგალიაში იწყებენ.