საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, განცხადებით, 12 რეკომენდაციაში მართლმსაჯულება და მისი რეფორმის ბოლომდე მიყვანა არის მთავარი, რადგან ეს არის საშუალება, რომ საქართველო საბოლოდ გამოვიდეს საბჭოთა სისტემიდან - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა "მართლმსაჯულების სახლის" ინიციატივით გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.
ამასთან, პრეზიდენტი ამბობს იმასაც, რომ ყველაფერი, რასაც დემოკრატიას უწოდებენ, მართლმსაჯულებაზე გადის.
"ადამიანის უფლებების დაცვა, ბიზნესის დაცვა, ევროპული უსაფრთხოების სტანდარტების დადგენა, დისკრიმინაციის დაძლევა, მოსმენების აუცილებლობის, ან არ აუცილებლობის დადგენა (სხვათა შორის მინდა ვთქვა, რომ ცოტა დამაკლდა თქვენი მხარდაჭერა იმ დროს, როცა ძალიან არაევროპულ კანონს დავადე ვეტო. ყველას არ ეხება, მაგრამ ნაწილს ეხება), კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის დადგენა, ანუ ყველაფერი ის, რასაც ჩვენ ზოგადად ვეძახით დემოკრატიას - ყველაფერი გადის მართლმსაჯულებაზე. თუ არა მართლმსაჯულება, მაშინ არაფერი არაა დაცული.ეს რომ არის, უკვე ჯებირებია შექმნილი, რაც იცავს ნებისმიერი პოლარიზაციისგან, რომ ის სხვა რამეში არ გადავიდეს, მაგრამ ჩვენ ეს არ გაგვაჩნია, არც ძლიერი ინსტიტუტები, არც ინსტიტუტების პატივისცემა და არც პრინციპები, მათ შორის მართლმსაჯულება,"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.