15 ნოემბერი 2024,   02:49
ვრცლად
რუსთავის საკრებულოში სხდომა, სადაც 2023 წლის ბიუჯეტს ქალაქის მერი წარადგენს, ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

რუსთავის საკრებულოში სხდომა, სადაც 2023 წლის ბიუჯეტს ქალაქის მერი წარადგენს, ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

ოპოზიციის უკმაყოფილება ნინო ლაცაბიძის გამოსვლას მოჰყვა,  რომელმაც ოპონენტები ბიუჯეტის მიღების პროცესის გაჭიანურებაში დაადანაშაულა. კამათის გამო სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.

"პროტესტის მიზეზი არის ის საქციელი, რასაც ნინო ლაცაბიძისგან უკვე მეორე სხდომაზე ვღებულობთ. დამშვიდდება, დაწყნარდება, მიხვდება თუ როგორ უნდა იქცეოდეს მისი უფლებამოსილების ფარგლებში ქალაქის მერი და როდესაც მზადყოფნას გამოტქვამს ბიუჯეტის წარმოდგენაზე, სამუშაო პროცესი შემდეგ განახლდება,"- აცხადებს "ნაცმოძრაობის" წევრი ნანა შატბერაშვილი.

ნინო ლაცაბიძე კი აცხადებს, რომ ოპოზიციური უმრავლესობის მიზანია ქალაქის პარალიზება.

"პოლიტიკურ ჭრილში საუბობდნენ დეოკუმენტზე და არ ჰქონდათ სიღრმისეული კითხვები დარგების მიხედვით. შესაბამისად, მე მრჩება ეჭვი, რომ ამ ადამიანებს უკვე გადაწყვეტილი აქვთ პოლიტიკურად, რომ ქალაქის პარალიზება მოახდინონ. ჩვენ კი, ყველა ბერკეტს გამოვიყნებეთ იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს,"- ამბობს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე.

დღის ამბები