531 მომხრე და 7 წინააღმდეგი - ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა შეთანხმებას, რომლის მიხედვით უკრაინის და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ გაცემულ სამგზავრო დოკუმენტებს შენგენის ზონაში ვეღარ გამოიყენებენ.
გადაწყვეტილება პასუხია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ სამხედრო აგრესიაზე, ასევე ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებთათვის რუსეთის მიერ მისივე საერთაშორისო პასპორტების გაცემის პრაქტიკაზე.