15 ნოემბერი 2024,   02:47
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი პორტუგალიის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესა და ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პორტუგალიაში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. შალვა პაპუაშვილი, პორტუგალიის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესა და ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა.

შეხვედრისას, პაპუაშვილმა ისაუბრა ევროკავშირის 12-ი რეკომენდაციისა და ასოცირების ხელშეკრულების შესრულების პროცესზე, პორტუგალიურმა მხარემ კი გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პორტუგალია მნიშვნელოვანი პარტნიორია ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით.

"12 რეკომენდაციაზე ვისაუბრეთ, გვაქვს აბსოლუტური მხარდაჭერა პორტუგალიური პარლამენტის მხრიდან. მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რასაც ჩვენ მათგან ვგრძნობთ. პორტუგალია მნიშვნელოვანი პარტნიორია საქართველოსთვის არაღიარების პოლიტიკაში,"- აცხადებს პაპუაშვილი. 

პორტუგალიის ასამბლეის (პარლამენტის) თავმჯდომარე ავგუსტო სანტოს სილვა აცხადებს, რომ აღსანიშნავია საქართველოს დაბალანსებული პოზიცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე და რუსულ აგრესიაზე. 

"მე დადებითი შეფასება მივეცი საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობასა და სიახლოვეს, მათ შორის ევროკავშირთან უსაფრთხოების საკითხებთან მიმართებით. აღსანიშნავია საქართველოს სწორად დაბალანსებული პოზიცია სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე საკითხების ირგვლივ, მათ შორის უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის კონტექსტში. ამ ყველაფერს სათანადოდ ვაფასებთ პორტუგალიაში.

ევროინტეგრაციის პერსპექტივასთან დაკავშირებით ვიტყოდი, რომ სწორ გზაზე ვდგავართ. შესაბამისად, იმედი მაქვს, რომ მომავალი წლის ბოლომდე, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. მახსოვს პორტუგალიის გამოცდილება. მახოვს, როგორ შევიტანეთ წევრობის განაცხადი 1977 წელს. მოლაპარაკებების პროცესი 8 წელი გაგრძელდა. 1996 წელს კი საბოლოო გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ის ფაქტი, რომ საქართველომ მიაღწია შიდა კონსენსუსს მისი ევროპული ოჯახის წევრობასთან დაკავშირებით, არის უმნიშვნელოვანესი საქართველოსთვის,"- აცხადებს სილვა. 

დღის ამბები