ოზურგეთის საკრებულოს სხდომა ტრადიციულად ხმაურით დაიწყო. ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
კამათი ოპოზიციონერი დეპუტატის თათია ნიკოლაშვილის შეკითხვებს მოჰყვა, რომელიც ოზურგეთის რაგბის სტადიონის მდგომარეობას ეხებოდა. ოპოზიცის კითხვები ასევე შეეხებოდა მრავალბინიანი სახლების ინფრასტრუქტურულ მოწესრიგებასაც.
უმრავლესობის განცხადებით, პროექტების დიდ ნაწილს ოზურგეთში წინა მერი აფერხებდა, ამჟამად კი სხვადასხვა მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს და რაგბის სტადიონი ერთ წელიწადში რეაბილიტირდება. აღნიშნულ საკითხს კამათი და სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა.