15 ნოემბერი 2024,   03:18
ვრცლად
სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი - ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარესთან კონსულტაციები იწყება

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარესთან კონსულტაციები იწყება. შეხვედრას ოპოზიციაც დაესწრება. მთავარი თემა სახალხო დამცველის შერჩევის პროცესია. დღეs, სავარაუდოდ გაირკვევა, შეძლებენ თუ არა ოპოზიცია და უმრავლესობა საერთო კანდიდატზე შეთანხმებას. 

ოპოზიციის ნაწილი მხარს მხოლოდ არასამთავრობოების მიერ დასახელებულ კანდიდატებს უჭერს. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ არ აქვთ მოლოდინი იმისა, რომ "ქართლი ოცნება" რეალურად დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ კანდიდატს შეარჩევს. 

"სახალხო დამცველთან დაკავშირებით გვაქვს კონკრეტული პოზიცია. ჩვენი პოზიცია გამოიხატა იმაში, რომ ჩვენ გვყავს წარდგენილი სამი კანდიდატი, შესაბამისად, ჩვენ ამ სამ კანდიდატს დავუჭერთ მხარს, რა იქნება ხელისუფლების შემოთავაზება, ამას მოლაპარაკების პროცესში ვნახავთ. მოლოდინი იმის, რომ ქართული ოცნება სახალხო დამცველად აირჩევს ადამიანს, რომელიც არის დამოუკიდებელი, ობიექტური, პროფესიონალი და რომელსაც აქვს საზოგადოების მაღალი ნდობა და რომლით მანიპულირებაც ხელისუფლებას არ შეეძლება, ამის მოლოდინი მე ნაკლებად მაქვს ქართული ოცნებისგან", - აცხადებს პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი, ანა წითლიძე.

პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ სახალხო დამცველის კანდიდატებთან დაკავშირებით კონსულტაციებისთვის მზად არიან.  

"ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ კონსულტაციისთვის, მზად ვართ კომპრომისებისთვის, რომ ამ დასახელებული 4 კანდიდატიდან მოხდეს შერჩევა, დანარჩენი კანდიდატები არ ვიცი, ფორმალურად დასახელებული კანდიდატებზე რატომ უნდა ვიმსჯელოთ, რომელიც სიის შესავსებად იყო წარმოდგენილი,“ - ამბობს პაატა მანჯგალაძე.

პარტიის "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, მიხეილ დაუშვილი ამბობს, რომ მისი აზრით, ქართლი ოცნების მიზანი, სახალხო დამცველის პოზიციაზე სასურველი კანდიდატის გაყვანა იქნება.

"ფაქტია, რომ ოცნებას სურს თავისთვის სასურველი და კომფორტული კანდიდატის არჩევა მოხდეს თუ ამას მიაღწევენ ხმების მობილიზებით სხვადასხვა პარტიებიდან, თუ არადა ამ შემთხვევაში რისკი იმისა, რომ ჩავარდეს საერთოდ ეს პროცესი, არსებობს. მე ვფიქრობ, რომ ოცნების მთავარი მიზანი იქნება თავისთვის სასურველი კანდიდატის  გაყვანა ამ პოზიციაზე," - აცხადებს მიხეილ დაუშვილი.

დღის ამბები